ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
456810
1117
18222324
25282931

2018-03-01 - რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს წევრები, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მოხდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიუონულ ჰაბისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმების განხილვა, რომელიც შემუშავდა ზუგდიდში 2017 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული ჰაბის პრეზენტაციის მონაწილეებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია “ათინათის” მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. 
2020 წლის ბოლომდე, 5,07 მილიონი ევროს ბიუჯეტით (ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 3,8 მილიონ ევროს) განხორციელდება 110 აქტივობა, გაიცემა 720 ათასი ევროს ღირებულების 80–მდე ქვეგრანტი და 2500–ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ჩაერთვება დაგეგმილ აქტივობებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
 
 
 

2018-03-01 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

   2018 წლის 1 მარტს  გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის  განხილვა.   1. სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 28 თებერვალს  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №01/994 მომართვაზე (სარეგისტრაციო №61) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 28 თებერვალს  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №01/994 მომართვაზე (სარეგისტრაციო №61) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებმომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ბადრი კალანდარიშვილი

 

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97