ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 236
13
1416171920
2122232527
2830 

2018-01-04 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

   2018 წლის 4 იანვარს  გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მ/შ ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის  განხილვა.  1. ,,სენკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მ/შ ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97