ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1247
891114
1516192021
222324262728
2931 

2017-10-17 - საკრებულოს სხდომა

   2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხის განხილვა.  1. „სენაკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“. 2. „სენაკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების  შიდა მონიტორინგისა  და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ . 3. „სენაკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისათვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“.  4. „სენაკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ . 5. „სენაკის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი  საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’. ხუთივე საკითხზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ნანა ალანია.

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97

ცხელი ხაზი: 591 44 99 44