ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
345789
1011121316
17202223
2425272930

2017-09-26 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2017 წლის  26 სექტემბერი  გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 25 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსული №01/3387 მომართვაზე (სარეგისტრაციო №257) - „სენაკის  საჯარო ბიბლოთეკას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ენათმეცნიერის, პროფესორ არნოლდ ჩიქობავას სახელის მინიჭების თაობაზე” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღებასთან   დაკავშირებით  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების  ღონისძიებათა  2017  წლის  სამოქმედო გეგმის  დამტკიცების თაობაზე. 3.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 26 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან  შემოსული N01/3418 მომართვაზე (სარეგისტრაციო N 260) ,, სენაკის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ბარათაშვილის ქუჩაზე ც. დადიანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივი მოძრობის მოწყობის თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკისმუნიციპალიტეტის საკრებულოსთავმჯდომარე: ჯ. ლაშქარავა

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97

ცხელი ხაზი: 591 44 99 44