ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123
4810
111314151617
1820212224
25272830 

2017-06-29 - საკრებულოს სხდომა

2017 წლის 29 ივნისს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხების განვილვა: 1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვის შესახებ” მომხსენებელი: სენაკისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისს და ინფრასტრუქტურის  კომისიის თავმჯდომარე: ა. ხარბედია . 2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის გაგზავნილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 31 მაისს შემოსული პეტიციის განხილვის შედეგის შესახებ ანგარიშის მოსმენის თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი: გ. დგებუაძე.  3.  ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე –  გ. ხუხუნი.  4. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობების სარგოების ოდენობების განსაზღვრის  თაობაზე” მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე –  გ. ხუხუნი.  5. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვბრის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების და დამატების  შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე –  გ. ხუხუნი. 6. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე: ჯ. ლაშქარავა. 7. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №27  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: დ. ალანია თანამომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: დ. ხუხია

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97

ცხელი ხაზი: 591 44 99 44