2017-04-27 - სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა![]() 2017 წლის 27 აპრილს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტს გამგეობის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - ნატალია ხუბუა. 2 ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელთნ არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ნანა ალანია
|
|