ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5811
12131418
19202325
262731 

2017-03-30 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

    2017 წლის  30 მარტს  გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა.  1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 29 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსულ №01/368 მომართვაზე (სარეგისტრაციო №77) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე”  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 29 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსულ №01/368 მომართვაზე (სარეგისტრაციო №77) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ორივე საკითხზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97

ცხელი ხაზი: 591 44 99 44