ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5811
12131418
19202325
262731 

2017-03-29 - საკრებულოს სხდომა

2017 წლის 29 მარტს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხების განვილვა: 1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ 2.  „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე“ 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ”  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე. სამივე საკითხზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე –  გ. ხუხუნი

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97

ცხელი ხაზი: 591 44 99 44