ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
123567
89111314
1517181921
22232425262728
2930 

2018-04-16 - სტადიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

     სენაკის ცენტრალურ სტადიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე გაცნენ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, თავმჯდომარის მოადგილე ბადი კალანდარიშვილი და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია.  სენაკის საფეხბურთო კლუბ ,,ეგრისს“ პირველი სპონსორი ჰყავს. ჩეხური ფირმა ,,KOPOS“-ი   აწარმოებს ევროპული ხარისხის ელექტროსაინსტალაციო მასალებს. 2009 წელს კომპანია ,,KOPOS KOLIN a.s.“-მა საქართველოში დააფუძნა კომპანია KOPOS ELECTRO. ეს  კომპანია წარმატებით მუშაობს საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ბაზრებზე. გუნდის სპონსორობისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ფირმის ხელმძღვანელს ადოლფ ტურეკს და ჩვენს თანაქალაქელს გიორგი მიქაიას. საფეხბურთო კლუბი ,,ეგრისი“-ს ფეხბურთელები კი, ინტენსიურად აგრძელებენ ვარჯიშს. 18 აპრილს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს საფეხბურთო თასის გათამაშების ფარგლებში, სენაკის ,,ეგრისი“ სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახურის კლუბს ,,სპაერი“, სენაკის ცენტრალურ სტადიონზე შეხვდება. დასაწყისი 15:00 საათზე.

 

  

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97