ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
456810
1117
18222324
25282931

2018-03-26 - შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან

   დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა და ბიუროს თანამშრომლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბადრი კალანდარიშვილისა და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

   იურიდიული დახმარების სამსახური (www.legalaid.ge) სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი - გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:

  • უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენა;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულისათვის;
  • საადვოკატო მომსახურება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე;
  • ადვოკატის მომსახურება ისეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომელსაც შედეგად შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს;
  • ადვოკატის მომსახურება იმ ბრალდებულებისა და მსჯავრებულებისა, რომელთა მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში;

  ნათია ბოჯგუა აქტიურად თანამშრომლობს  მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით  ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან,  არასამათავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან, რათა აღნიშნულმა ორგანიზაციებმა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მოქალაქეთა გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.



 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97