ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
456810
1117
18222324
25282931

2018-03-21 - კონფერენცია თბილისში

20 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა კონფერენცია „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში". კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმა. კონფერენციის დასასრულს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს შორის გაფორმდა შეთანხმება ახალი პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. 
კონფერენცია „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) ორგანიზებით, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ (ADC) ხელშეწყობით გაიმართა. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97