ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
456810
1117
18222324
25282931

2018-03-12 - ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება იგეგმება

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა, ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი ბადრი ხურცია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია ახალისოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც მდინარე ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე გაბიონის მოწყობა იგეგმება. ამასთანავე დაგეგმილია ახალისოფლის თემში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე გაბიონის მოწყობა, სტალინის ქუჩის NI ჩიხის გასწვრივ, მდინარე ტეხურის დინების მარჯვენა სანაპიროზე გაბიონის მოწყობა და მდინარის გასწორხაზოვნება, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სახარბედიოში მდინარე ცივზე ბეწვის ხიდის მოწყობა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში საბორნე გადასასვლელთან მდინარე რიონის ორივე ნაპირზე დიდი ზომის ქვებისაგან ნაპირდამცავი ბერმის და ბორანის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს სენაკის მუნიციპალიტეტიში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელდება. დღეს ასევე, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ნოსირის თემში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97