ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 236
713
1416171920
21222324252627
28293031 

2018-01-01 - 2018-1-4--45-49_pm

ძვირფასო სენაკელებო, სენაკში მცხოვრებო იძულებით გადაადგილებულო თანაქალაქელებო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, დიდი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით გილოცავთ დამდეგ შობა–ახალწელს. 
2018 წელს სიხარული, ბედნიერება, მატერიალური კეთილდღეობა, ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს.
2017 წელი იყო დიდი პასუხისმგებლობისა და სერიოზული გამოწვევების წელი, ქვეყანას ჰქონდა წარმატებები, რომლის პარალელურად არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა სენაკის მუნიციპალიტეტში, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ურთიერთმხარდაჭერით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით კვლავ უამრავ წარმატებას მივაღწევთ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით და სიყვარულით შევძლებთ ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეების კეთებას.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოსახლეობასთან ერთად იზრუნებს ჩვენი ქალაქის განვითარებაზე. 
უფალი იყოს ჩვენი და მთლიანად საქართველოს მფარველი.

პატივისცემით,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97