ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 356
78910111213
1417181920
212224252627
28293031 

მუნიციპალიტეტის შესახებ: სიმბოლიკა

 

ისტორიული წყაროების თანახმად ეგრისის სამეფოს დედაქალის - „არქეოპოლისის“  აგება განპირობებული იყო  სტრატეგიული  მოსაზრებით  და მოსახლეობის   სიმრავლით. ქალაქს  სამი მხრიდან მდინარე  „ტეხური“ და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო  აღმოსავლეთ ნაწილში  იმდროინდელი  საბრძოლო  ტექნიკის  გამოყენების  მიზნით აღმართული იყო ერთდროულად  სამი  ქონგურებიანი  გალავანი. ნოქალაქევის  დამცველები და სამეფო  ხელისუფლება ხშირად  იყენებდა ქრისტიანულ სიმბოლიკას ქვეყნის ფიზიკური   გადარჩენისათვის ბრძოლაში, რასაც ადასტურებს გალავნის ერთ-ერთ კუთხესთან  ქვის მოზრდილ  კვადრატზე  აღმოჩენილი  ჯვრის  ბარელიეფი. აქედან  გამომდინარე გერბის ფარი სამად არის გაყოფილი - მარჯვნიდან და მარცხნიდან ნახევრად, ირიბად,  ქონგურისებურადაა  გადაკვეთილი,  ქვემოთ კი გაკვეთილი.  I  ნაწილი - ვერცხლის ველზე  გამოსახულია ქრისტიანული  სარწმუნოების სიმბოლო -  მეწამული ნოქაალაქევის ჯვარი, რომელიც სიკეთის,  სიყვარულის, ბედნიერი მომავლის საწინდარია. II  ნაწილი წარმოადგენს  ღია  მწვანე ველს. სამეგრელოს  ქედის ( ეგრისის ქედის ) კალთები  ასოცირდება მწვანე ფერთან, რომელიც მშვიდობიანი მომავლის, სიცოცხლის  მარადიულობის სიმბოლოა. III  ნაწილი წარმოადგენს ღია ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველს,  როგორც  სიმბოლო კეთილშობილებისა,  სათნოებისა  და  უკვდავებისა.  მწვანე და ლურჯი ველების  ცენტრში მოთავსებულია  ოქროს კოლხური მამალი ხოხობი, რომელსაც  ქვემოთ კვეთს შემცირებული სამი ვერცხლის სარტყელი (ტალღა).

 

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია  საქალაქო  ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი  ქონგურებიანი გალავანი (ციხე სიმაგრის  ფორმის)  ნახევრად  ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ - მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი   „სენაკი“.

დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. ზედა ნაწილი ღია ლურჯი ფერისაა,  ქვედა ღია მწვანე. ლურჯსა და მწვანე  ნაწილებში დროშის ტარიდან შეჭრილია  სამკუთხედი თეთრი ველით, რომლის ცენტრში  გამოსახულია მეწამული ნოქალაქევის  ჯვარი. 

დროშის პროპორციაა 2:3

დედამიწის ერთ-ერთი ულამაზესი ფრინველი - ხოხობი, არგონავტებმა ფასისის (რიონის) ნაპირებიდან, კერძოდ, კოლხეთიდან საბერძნეთში შეიყვანეს, რის შემდეგაც ეს სახეობა მთელ ევროპაში გავრცელდა. ამ ფაქტს ხოხობის ლათინური სახელწოდებაც ადასტურებს -Fhasianus colchicus.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97

ცხელი ხაზი: 591 44 99 44